Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისის გამო, ელექტროენერგიის მოხმარებაზე ლიმიტი დაწესდა

5719db0ef0fee
BM.GE
22.04.16 12:02
1214
ვენესუელაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე 4 საათიანი შეზღუდვა დაწესდა. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, ლიმიტი ძალაში 40 დღის განმავლობაში იქნება.

BBC-ის ინფორმაციით, შეზღუდვა მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით გართულდა, რაზეც დიდი გავლენა იქონია ნავთობის ფასებმა.

ქვეყანამ საგანგაშო მდგომარეობა ეკონომიკური სიტუაციის გამო, აპრილში გამოაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, ელექტროენერგიაზე ეკონომია 7 აპრილიდან მოქმედებდა, თუმცა ის მხოლოდ კვირის ერთ დღეს ეხებოდა.