Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორი იყო “კულასთვის” 2022 წელი?

BM.GE
26.01.23 12:45
105
2022 წელს არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფო სუბსიდიამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17.7 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. 

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდნენ. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლი 2020 და 2021 წლებშიც დასუბსიდირდა. ამასთან, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა მუდმივად ასუბსიდირებდა ყურძნის, ვაშლისა და მანდარინის წარმოებას ქვეყნის მასშტაბით. გასულ წელს კი ახალი სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, რომელიც თხილის წარმოების ხელშეწყობასა და ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს. 

გვჭირდება თუ არა ხილის სუბსიდირება და როგორია პროგრამის ეფექტიანობა? 

სტუმარი: ვანო გოგლიძე - კომპანია "კულას" დირექტორი