Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვახტანგ ლაშქარაძე: კომპანიებისთვის დავალიანების ჩამოწერა სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნებაა

571ddeec826d4
BM.GE
25.04.16 13:07
1160
ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს 1 410 407 433 2 ლარის ოდენობის დავალიანებას ჩამოაწერს. საუბარია 2005 წლამდე წარმოშობილ დავალიანებებზე და იმ კომპანიებზე, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში აქტივობა არ უფიქსირდებათ.
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ლაშქარაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიების მიმართ იძულების ყველა წესი იქნა გამოყენებული, თუმცა თანხის ამოღება მაინც ვერ მოხერხდა. მისი თქმით, მსგავსი დავალიანებების ჩამოწერა სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნებაა.

"ეს იყო 2005 წლამდე წარმოშობილი დავალიანებები, რომლებსაც 2014 წლამდე არ ჰქონდათ აქტივობა. ასევე საუბარია 2009 წლამდე აღიარებულ დავალიანებებზე, - კომპანია რომელმაც გადაიხადა ძირი, ჩამოეწერა ამ ძირზე დარიცხული საურავები და ჯარიმა. ასევე ჩამოიწერა სალარო აპარატის მოხმაების წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები.

ჩამოწერა ეხებოდა იმ კომპანიებს რომლებთანაც ყველა სახის იძულებითი ღნისძიება იყო განხორციელებული თანხის ამოღებისთვის, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ზედმეტი ტვირთი იყო ბიზნესისთვის.

რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, აქ უკვე საუბარი ეხება წინა ცვლილებების ვადების გადმოწევას, 2005 წელი შეიცვლება 2009 წლით და 2009 წელი 2013 წლით. ესეც კარგი და კეთილი ნებაა სახელმწიოფს მხრიდან, რომ იმ კომპანიებს რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში არ უფიქსირდებათ აქტივობა, დაუგროვდათ დიდი ვალდებულებები ბიუჯეტის მიმართ, ყველა სახის იძულება იქნა მათ მიმართ განხორცილებული და საბოლოოდ ჩამოეწრებათ დავალიანება", - განაცხადა ლაშქარაძემ.