Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვახტანგ აბაშიძე: "მაესტროს" მაუწყებლობის სიგნალის გავრცელების შეწყვეტის შანსი არსებობს

56e2be533338b
BM.GE
11.03.16 16:43
1020
"მაესტროს" მაუწყებლობის სიგნალის გავრცელების შეწყვეტის თეორიული შანსი არსებობს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. აბაშიძე მხარეებს სიფრტხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ ბაზარზე შესაძლოა ორი მაესტრო გამოჩნდეს, იდენტური ბრენდით და აქტივებით.
 
"დღეის მონაცემებით, "მაესტროს" გარშემო შექმნილი ვითარება და მოვლენები საკომუნიკაციო-სარეგულაციო ნორმებს არ გაცდენილა. როგორც ვხედავთ, ყველა ეს პროცესი სასამართლოს ფორმატში მიმდინარეობს და მეორეს მხრივ, ყოველდღიურად ახალ-ახალი მოვლენები ვითარდება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ TV “მაესტრომ“ კომუნიკაციების კომისიაში განაცხადი შემოიტანა სიხშირის მისაღებად, იმ მიზნით, რომ ახალი მაუწყებლის სიგნალი გავიდეს, სატელიტზე გაიტანონ და სატელიტური მაუწყებლობა განახორციელონ.

ამავე დროს, ავტორიზაციის ცვლილება მოითხოვეს და გათვალისწინებული ჰქონდათ თბილისის ფარგლებში საეთერო მაუწყებლობა. ახლა მათ სურვილი აქვთ, რომ ეს საქართველოს მასშტაბით განახორციელონ კერძო მულტიპლექსით, რომელიც ძალაში შარშან შევიდა.

ამავე დროს, კომისიაში შემოვიდა შპს "სტუდია მაესტროს" ადვოკატების მოთხოვნა, რომ კომისიამ არ დაუშვას და TV "მაესტროს" ავტორიზაციის მოდიფიცირება - არ მიეცეს მას ნებართვა, რომ მან "მაესტროს" ბრენდი გამოიყენოს. როგორც მე გავიგე, ეს საკითხი მხარეების მიერ სასამართლოში გასაჩივრებულია", - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება, ინტელექტუალურ და ქონებრივ აქტივებს, კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საკითხი სრულად სასამართლოს კომპენტაციაა, თუმცა პროცესები მიდის, როგორც სასამართლოს ფორმატში, ასევე - სასამართლოს ფორმატს გარეთ.

"მე კომისიის თვალთახედვით გეტყვით, რომ ასეთ შემთხვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩემი პირადი მოსაზრებით, მოდავე მხარეებიც ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან არის თეორიული შანსი "მაესტროს" მაუწყებლობის სიგნალის გავრცელების შეწყვეტის თვალსაზრისით.

ამიტომ მე მოდავე მხარეებსაც და პარტნიორებსაც მოგიწოდებთ, რომ ყველა ღონე იხმარონ, რათა "მაესტროს" მაუწყებლობა არ შეწყდეს.

შესაძლოა ასეთი შედეგიც მივიღოთ, - იყოს ორი "მაესტრო" ერთი და იგივე აქტივით, ბრენდით და ლოგოთი, ან არ იყოს ასე. ამას ბევრი სხვა პრაქტიკული შეხების წერტილიც აქვს, დაკავშირებული სარეკლამო ხელშეკრულებასთან, სარეკლამო დროის გაყიდვის ხელშეკრულებასთან და ა.შ. ეს უკვე მოდავე მხარეების პრაქტიკული მხარეა", - განაცხადა აბაშიძემ.