Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვატო სურგულაძე: მედიკამენტების ფასებმა კატასტროფულად მოიმატა

567a40d63a37d
BM.GE
23.12.15 10:00
1274
"ჯანდაცვის კუთხით ვერ ვხედავ ვერც ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს", - ასეთ შეფასებას აძლევს ექსპერტი, ვატო სურგულაძე მთავრობის პოლიტიკას ჯანდაცვასთან დაკავშირებით. სურგულაძის განცხადებით, მომავალ წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი რეალურად არ იზრდება და ის 3 მილიარდის ნაცვლად, 800 მილიონი იქნება.

"ჯანდაცვის კუთხით ვერ ვხედავ ვერც ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს. არ არსებობს არავითარი სისტემა, რომელიც იქნება მდგრადი. ჯანდაცვის ბიუჯეტი არა სამი მილიარდი, არამედ 800 მილიონი იქნება. ამ სამ მილიარდში ჯანდაცვასთან ერთად სოციალური მომსახურებისა და პენსიების თანხები შედის.

ჯანდავის ბიუჯეტი პრაქტიკულად არ იზრდება. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, რომელსაც საყოველთაო ბედნიერების პროგრამას ვეძახი, - ის ვერც ფინანსურად და ვერც ხარისხობრივად გამართლებული ვერ იქნება. როგორც იცით კლინიკების ძირითადი ხარჯი არის მედიკამენტები, მედიკამენტებზე ფასებმა კი კატასტროფულად მოიმატა“, - განაცხადა სურგულაძემ.