Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვატო ლეჟავა: პრემიერს თავის გამოსვლაში გამორჩა, რომ საწყალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

5679214d18002
BM.GE
22.12.15 13:45
1070
"პრემიერს თავის გამოსვლაში გამორჩა, რომ საწყალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, - აღნიშნულის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვატო ლეჟავამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. ლეჟავას თქმით, საგარეო შოკები საქართველოს ეკონომიკას ადრეც ჰქონდა, თუმცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გაცილებით მაღალ იყო.
 
"სამი წლის წინ, როდესაც დავოსში ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი მან საქართველო "დაასმინა", - თითქოს საქართველოს მთავრობა, მსოფლიო ბანკს ატყუებდა და მსოფლიო ბანკი ისეთი შტერია, რომ თავს იტყუებდა.

პრემიერს თავის გამოსვლაში ბევრი რამ გამორჩა, მათ შორის, ის რომ საწყალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, - 3 პროცენტიანი. საგარეო შოკები საქართველოს ადრეც ჰქონდა, მაგრამ ახერხებდა რომ უკეთესი შედეგებისთვის მიეღწია.

საჭიროა მკაცრი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესისთვის თავისუფლების მინიჭება“, - განაცხადა ლეჟავამ.