23.Jan.2016 11:23
Economy, EU Georgia

ვატო ლეჟავა: მოგების გადასახადი არასწორი გადასახადია, ის ბიზნესის წარმატებას სჯის

ვატო ლეჟავა: მოგების გადასახადი არასწორი გადასახადია, ის ბიზნესის წარმატებას სჯის
თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, ვატო ლეჟავა თვლის, რომ გადასახადების "ესტონური მოდელის“ 2016 წლიდან ამოქმედება ვერ მოხერხდება. როგორც ლეჟავამ, "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საგადასახადო ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ცვლილებას თან უნდა ახლდეს საბიუჯეტო ცვლილებაც, რომელსაც ლეჟავა დღეს ვერ ხედავს.
 
"სამწუხარო განსხვავეაბა ვერ დავინახე წინა მცდელობებისგან, ასეთ გეგმას თან უნდა ახლდეს საბიუჯეტო ცვლილებები, რომ დავინახოთ რანაირად შეიძლება ამის იმპლემენტაცია. გარდამავალ ეტაპზე უნდა მოხდეს შეკვეცა საბიუჯეტო ხარჯების, - სანამ დივიდენდიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები დააბალანსებს მოგების გადასახადის გაუქმებით მიღებულ ეფექტს. უნდა ვიცოდეთ განაკვეთები, - ეს გულისხმობს რომ განაწილებულ მოგებაზე გადასახადი უნდა გაიზარდოს. ბევრი კითხვის ნიშანია, ზოგადად კი იდეა კარგია. ვფიქრობ საკმაოდ არის ბიუჯეტში არაპროდუქტიული ხარჯები, რომლებიც არავის არ "დააკლდება“ და შეძლებს ამ დანაკარგის დაკომპენსირებას", - აცხადებს ლეჟავა.

რაც შეეხება უშუალოდ მოგების გადასახადს, ვატო ლეჟავა თვლის, რომ ამ ტიპის გადასახადის არსებობა არასწორია, რადგან ამით წარმატებული ბიზნესი "ისჯება“, ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული მისი დათვლის პროცესიც.

"მოგების გადასახადი, ჩემი აზრით არასწორი გადასახადია. რაც უფრო წარმატებულაია ბიზნესი, მით უფრო ისჯება, ანუ ბევრ გადასახადს იხდის. ეს გადასახადი სჯის წარმატებას. მეორეს მხრივ გარდა ამისა, მოგების გადასახადის სწორად დათვლას თან ახლავს ძალიან ბევრი ადმინისტრაციული ხარჯი, მოგების გადასახადი რომ არ არსებობდეს, ჩვენი საგადასახადო კოდექსი ბევრად უფრო შეთხელდებდა, რეგულატორული ტვირთიც საკმაოდ შემცირდება“, - აცხადებს ლეჟავა.



22.May.2019 23:49
11

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
21

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
87

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
117

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
108

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
94

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More