Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უნგრეთის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლის დაფინანსების პროგრამას აცხადებს

56d2e9c0b894c
BM.GE
28.02.16 16:31
1325
უნგრეთის მთავრობა ყოველწლიურ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს. პროგრამაში მონაწილება ქართველ სტუდენტებსაც შეუძლიათ, რომლის ფარგლებშიც, სწავლის როგორც ნაწილობრივი ასევე სრული დაფინანსების მოპოვებაა შესაძლებელი. პროგრამა ასევე მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას.
 
უნგრეთის მთავრობა პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს, 2016-2017 სასწავლო წლებისთვის კი ჯამში 3000-მდე სტუდენტს მიეცემა საშუალება განათლება უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღოს.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ წელს. სტიპენდიის მოპოვება შემდეგ მიმართულებებზეა შესაძლებელი: სოფლის მეურნეობა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება და სხვა.

პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების გაგზავნის ბოლო ვადა 16 მარტია, თუმცა ამის შემდეგ სტუდენტს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს, საბოლოო შედეგები კი ცნობილი ივლისში გახდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.