Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობები შესაძლოა შეიცვალოს

56c57772e86d4
BM.GE
18.02.16 11:48
2246
"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში შესაძლოა ცვლილება შევიდეს.
 
წარმოდგენილი ცვლილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დგინდება ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისგან განსხვავებული სტანდარტები; ავტორიზაციის ვადად 5 წლის ნაცვლად განისაზღვრება 6 წელი, ხოლო აკრედიტაციის ვადად - 7 წელი.

კანონპროექტით აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს ემატება კიდევ ერთი სახის გადაწყვეტილება - პირობითი აკრედიტაციის შესახებ და რეგულირდება მასთან დაკავშირებული საკითხები; გათვალისწინებულია დავის განმხილველი ორგანოს - სააპელაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც შესაძლებელია გასაჩივრდეს ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებები.

ავტორიზაციის/აკრედიტაციის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა იზრდება 180 დღემდე, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დროს დაწესებულებებისთვის ხარვეზის გამოსასწორებელი ვადა იზრდება 60 დღემდე.

კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ხოლო მისი ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა. კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გუშინ განიხილეს.