Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უმაღლესი განათლება საქართველოს მოსახლეობის 26%-ს აქვს

5721f61832060
BM.GE
28.04.16 15:35
1496
საქსტატის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 26,7 პროცენტი უმაღლესი განათლების მქონეა, პროფესიულის - 17,4 პროცენტი, სრული ზოგადი განათლების (საშუალო განათლება) - 36,7 პროცენტი. ზოგადი განათლების საბაზო საფეხური მიუთითა 8,4 პროცენტმა, ხოლო დაწყებითი საფეხური - 5,7 პროცენტმა.
 
მონაცემები 10 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის განათლების დონეს ასახავს.

განათლების დონის შესახებ მონაცემები განსხვავდება დასახლებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 78,0 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,0 პროცენტი - სასოფლოში. სრული ზოგადი განათლების მქონეთა 47,2 პროცენტი საქალაქო დასახლებებშია, ხოლო 52,8 პროცენტი - სასოფლოში.
 
რაც შეეხება წერა-კითხვის უცოდინარ მოსახლეობას, მათი 76 პროცენტი სოფელზე მოდის, ხოლო 25 პროცენტი ქალაქზე.