Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უკრაინის "ნაფტოგაზი" დღეიდან "გაზპრომისგან" გაზის შეძენას აღარ აპირებს

56fe67d04c85a
BM.GE
01.04.16 16:19
1419
უკრაინის "ნაფტოგაზი" 2016 წლის 1 აპრილიდან "გაზპრომისგან" გაზის შეძენას აღარ აპირებს. რუსული ბუნებრივი აირის ყიდვაზე უარის თქმის მიზეზად ევროპელი მიმწოდებლების მიერ შეთავაზებულ ფასთან შედარებით უკრაინაში "გაზპრომის" მიერ 2016 წლის მეორე კვარტალში დაწესებული ფასის სიდიდეს ასახელებენ.
 
უკრაინული ენერგოკომპანა აცხადეს, რომ "ნაფტოგაზი" მზად არის, "გაზპრომთან” ბუნებრივი აირის ღირებულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, "გაზპრომმა" უარი თქვა "ნაფტოგაზისთვის" ზამთრის პაკეტი გაეგრძელებინა, რომელიც რუსული გაზის შეძენის შედარებით შეღავათიან პირობებს ითვალისწინებდა.

2015 წლის სექტემბერში ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლითაც რუსეთი უკრაინას 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მარტამდე გაზს ფასდაკლებით მიაწვდიდა.