უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ევროპული საინვესტიციო ბანკისგან 400 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი მიიღო. "ვალი ამჯერად განკუთვნილია რეალური სექტორის მხარდაჭერისთვის უკრაინის ეკონომიკაში საშუალო და მცირე ბიზნესის განსავითარებლად", - აღნიშნავს სამინისტროს პრეს-სამსახური.
კრედიტის პირობების მიხედვით, უკრაინის ფინანსთა სამინისტრო იმ ბანკების უზრნველყოფას მოახდენს, რომლებსაც საკრედიტო რესურსები ამოეწურათ.