საფრანგეთში 2 მილიონ ევროდ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის უინსტონ ჩერჩილის იახტას გაყიდიან.
როგორც გამოცემა Le Point წერს, გაყიდვის უზრუნველყოფას უძრავი ქონების სააგენტო Coldwell Banker_ი ორგანიზატორობს, რომლიც ძირითადად ციხესიმაგრეების და ვილების გაყიდვაზე მუშაობს. იახტას ბორტზე 60 მგზავრის მიღება შეუძლია, მთლიანი ფართობი 650 კვადრატული მეტრია.
იახტაზე ასევე არის 6 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კაიუტა განსაკუთრებული სტურებისათვის, ტერასის ფართი ათას კვადრატულ მეტრს აღწევს. იახტა პარიზის დასავლეთით, საფრანგეთის ქალაქ ლიმეს პორტშია გაჩერებული.