Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

UGT Group საქმიანობას აფართოვებს და იახტების მწარმოებელი FERRETTI Group საქართველოში შემოყავს

5761545cd395c
BM.GE
15.06.16 17:09
1546
UGT Group-ის შვილობილმა კომპანია Caucasus Yachts-მა ხელი მოაწერა საპარტნიორო ხელშეკრულებას იტალიურ FERRETTI Group-თან, რომელიც მას კავკასიის რეგიონში პრემიუმ კლასის იახტების მიწოდებაზე ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას ანიჭებს. Caucasus Yachts აგრეთვე განახორციელებს იახტების სრულფასოვან მენეჯმენტს და ტექნიკურ მომსახურებას.
 
საპარტნიორო ხელშეკრულების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება ხუთშაბათს, 12:00 საათზე, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში. შეხვედრაზე UGT Group-ს წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და UGT Group-ის პრეზიდეტი გიორგი ჭირაქაძე და Ferretti Group-ს წარმოადგენს კომპანიის კომერციული დირექტორი ბ-ნი სტეფანო დე ვივო.

UGT ჯგუფი წარმოადგენს მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც ძირითადად მოღვაწეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სისტემური ინტეგრაციის, რეთეილის, დისტრიბუციის, სწავლებისა და სერთიფიცირების და უწყვეტი ელექტრო მომაგარების გადაწვეტილებების სფეროში.

ჯგუფის შვილობილი კომპანიები მოღვაწეობენ როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, იტალიასა და თურქეთში.

კომპანია Caucasus Yachts წარმოადგენს UGT Group -ის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საზღვაო-სანაოსნო ინდუსტრიის ლიდერია კავკასიის რეგიონში.

Ferretti Group-ი იტალიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ლიდერია პრემიუმ კლასის იახტების და კატერების წარმოებაში. Ferretti Group-ის იახტები ყოველთვის გამოირჩევა შეუდარებელი ხარისხით, შთამბეჭდავი უსაფრთხოებით, ექსკლუზიური დიზაინით და უბერებელი მომხიბვლელობით.

Ferretti Group-ი წარმოდგენილია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.