"დელტაში" თითქმის ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი აღადგინეს. ინფორმაცია "საქმის კურსს" დელტაში დაუდასტურეს.
თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კახეთში მაისში მოსული სეტყვის დროს, დელტას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართავობასთან დაკავშირებით, დელტას გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გადააყენეს.
მოგვიანებით ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის აბსურდულია ბრალდება, კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის სამინისტროში კვლევა მიმდინარეობდა. მაშინ ითქვა, რომ თუ საქმეში დელტას ბრალეულობა არ გამოიკვეთებოდა, ძოძუაშვილს აღადგენდნენ.
ძოძუაშვილის აღდგენის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას "საქმის კურსი" მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.