Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს წარმოება შემცირდა

5677b782a069f
BM.GE
21.12.15 11:49
2064
2015 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 239,1 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,5 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6,3 პროცენტით.
 
საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,4 პროცენტი) და ვაჭრობა (17,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,0 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1 პროცენტი), მშენებლობა (15,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,1 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (4,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (4,3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-6,7 პროცენტი) და ტრანსპორტში (-1.0 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის III კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია ახალი გაზსადენის მშენებლობით.

რაც შეეხება, დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირებას საქსტატის ცნობით, ის ძირითადად განპირობებულია უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით.