Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Twitter-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა

572994db699aa
BM.GE
04.05.16 10:19
1113
Twitter-ის აქციების ფასი რეკორდულად ეცემა. გუშინ კომპანიის აქციის ფასი 3%-ით შემცირდა და 13,9$ შეადგინა. 2013 წლის ნოემბრის შემდეგ ეს კომპანიის აქციების ყველაზე დაბალი ფასია. ანალიტიკოსების პროგნოზით მხოლოდ მარტში კომპანიის აქციები 39%-ით, ხოლო კომპანიის შექმნიდან დღემდე კი 65%-ით დაეცა.
 
სოციალურმა ქსელმა გასული თვის ბოლოს პირველი კვარტლის შემოსავლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში Twitter-ის შემოსავლები 36%-ით გაიზარდა 594,5 მილიონ დოლარამდე, რაც ნავარაუდევზე ნაკლები ციფრია. პირველ კვარტალში კომპანია პროგნოზირებდა, რომ შემოსავალი 607,8 მილიონი იქნებოდა.