Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Twitter ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

5731b72a3dccc
BM.GE
10.05.16 14:23
1127
კომპანიამ Twitter მიიღო გადაწყვეტილება არ ითანამშრომლოს აშშ-ს სპეცსამსახურებთან და არ მისცეს სამართალდამცველებს უფლება ჰქოდნდეთ წვდომა მომხმარებლების შეტყობინებებზე - აღნიშნავს The Wall Street Journal. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ს სპეცსამსახურები სარგებლობდნენ სერვისის მომსახურებით, რათა თვალი ედევნებინათ საეჭვო ინფორმაციისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტერორიზმის საფრთხის შემცველი, პოლიტიკური არეულობის წინაპირობა ან კონფლიქტის გაღვივება. ახლა Twitter-მა გადაწყვიტა დახუროს სპეცსამსახურებისათვის Dataminr-ზე წვდომა.
 
"მონაცემები, რომელიც Twitter-ზე ქვეყნდება, ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ამიტომ აშშ-ს ხელისუფლებას შეუძლია დამოუკიდებლად ადევნოს თვალი ღია მიმოწერას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მომხმარებელს" - განაცხადა კომპაბიამ. სოციალურ ქსელს არ დაუკონკრეებია რატომ იყო აშშ-ს ხელისუფლებისათვის ამ დრომდე Dataminr-ზე წვდომა ნებადართული.