28.Dec .2015 18:19

თურქულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება გამარტივდება

views 1369
Back

თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება გამარტივდება. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოსა და თურქეთს შორის მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად, რომელიც გაფორმდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციის ფარგლებში.

"აღნიშნული მემორანდუმზე ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა ორი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ურთერთობისთვის, მიღებული შედეგი საშუალებას აძლევს ქართველ მეზღვაურებს დასაქმდნენ თურქული დროშის ქვეშ მცურავ 600-მდე საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე. მემორანდუმზე ხელმოწერა შედგა თურქეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის დროს", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.