თურქმენეთის ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანიამ ქვეყანაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. ქვეყნის ნავთობისა და გაზის სამინისტროს ინფორმაციით, საბადო ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ადგილზე გაზის მარაგების არსებობის დასადასტურებლად კვლევები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კონკრეტულად რა მოცულობის მარაგებზეა საუბარი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ ეტაპზე თურქმენეთში გაზის საბადოების აღმოჩენაზე ტესტირება სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს, რომლის სიახლოვესაც ბუნებრივი აირის მსხვილი საბადოები მდებარეობს.