15.Dec .2015 10:36

თურქმენეთმა ავღანეთთან, პაკისტანთან და ინდოეთთან გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

views 1048
Back

თურქმენეთმა ავღანეთთან, პაკისტანთან და ინდოეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის საკუთარი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება $10 მლრდ-ია და მისი მიზანია თურქმენეთის დამოკიდებულების შემცირება ჩინეთში გაზის ექსპორტზე. გაზსადენის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარასთან ახლოს გაიმართა. თურქმენეთი-ინდოეთის გაზსადენის საერთო სიგრე 1814 კილომეტრი იქნება. აქედან თურქმენეთზე გაივლის 214 კილომეტრი, ავღანეთზე - 774 კილომეტრი, პაკისტანის ტერიტორიაზე კი, ინდოეთის საზღვრამდე - 826 კილომეტრი. გაზსადენი ყოველწლიურად 33 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანუღლი ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ სამუშაოები 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.