07.Dec.2015 18:29
World

თურქეთმა რუსული სანქციებით გამოწვეული სავარაუდო დანაკარგი 9 მილიარდ დოლარად შეაფასა

თურქეთმა რუსული სანქციებით გამოწვეული სავარაუდო დანაკარგი 9 მილიარდ დოლარად შეაფასა
თურქეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის კონფლიქტით გამოწვეული დანაკარგი 9 მილიარდ დოლარად შეაფასა.
 
"რუსეთის სანქციებმა შეიძლება თურქეთის ეკონომიკური ზრდა შეაფაერხოს. ხელისუფლების მეთაურებმა კრიზისთან საბრძოლველი ზომები შეიმუშავეს," - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მეჰმეტ შიმშეკმა.

"რუსეთის სანქციებით გამოწვეული თურქეთის მთლიანი დანაკარგი შეიძლება 9 მილიარდი დოლარი იყოს და ეს ყველაზე ცუდი სცენარია, რომელიც შეიძლება განვითარდეს. თურქეთის მთავრობა არ ისწრაფვის კონფლიქტის ესკალაციისკენ, არამედ ცდილობს ყველა პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაჭრას, თუმცა ამაზე რუსეთი ჯერ არ არის თანახმა,"- აღნიშნა მეჰმეტ შიმშეკმა. მისივე განცხადებით, მხოლოდ 2015 წლის ოქტომბერში თურქეთის ექსპორტი რუსეთში 30-40 % -ით შემცირდა. მისი თქმით, ყველაზე სერიოზული საფრთხე, რაც შეიძლება თურქეთს ემუქრებოდეს, არის ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოდინების შემცირება და თურქეთის დამოკიდებულება რუსეთის ენერგეტიკის სფეროზე.

"ჩვენ პირველივე დღიდან რუსეთთან შესაძლო კრიზისული ურთიერთობის ყველა ასპექტი შევისწავლეთ და ვემზადებით ამისთვის", - განმარტა შიმშეკმა.

შიშმეკი დარწმუნებულია, რომ თურქული ბოსტეულისა და ხილის დაახლოებით, 80%, რომლის შეტანაც დღეს რუსეთში უკვე იკრძალება, სხვა ქვეყნების ბაზრებზე იქნება გადანაწილებული, ამიტომაც სოფლის მეურნეობაში გადატანილი შოკი მოკლევადიანი იქნება. ამასთან, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ სოფლის მეურნეობის სტრუქტურულ რეფორმაში აუცილებლია ცვლილებების შეტანა, კერძოდ ნათესების კულტურის რიცხვის გაფართოვება.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთში თურქეთიდან რამდენიმე სახეობის პროდუქტის შეტანა იკრძელბა. მათ შორისაა პომიდორი, კიტრი, ხახვი, კომბოსტო, ბროკოლი, ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ყურძენი, გარგარი და სხვა.



24.Aug.2019 15:52
24

Ryanair pilots plan to strike

More
24.Aug.2019 15:45
82

Russian consortium to take over port of Taman in the Kerch Strait

More
24.Aug.2019 15:33
27

Georgia plans to increase economic ties with Belaurs

More
22.Aug.2019 18:39
214

The Amazon is on fire, and not enough people seem to care

More
14.Aug.2019 18:21
123

Wizz Air postpones launch of flights to 12 new European destinations from Kutaisi

More
02.Aug.2019 00:44
162

Ryanair profit down, says growth plans could be hit further by MAX delays and Brexit

More