Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული, "ოშკის" რეაბილიტაციის დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება

570000025cc46
BM.GE
02.04.16 21:22
1491
ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლის, "ოშკის" საკონსერვაციო-გამაგრებითი სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება. თურქულ მხარეს უკვე შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში ქართულ მხარეს წარედგინება.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, უახლოეს პერიოდში ძეგლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება, თუმცა თურქული კანონმდებლობის მიხედვით, მასში მონაწილეობას ქართული კომპანიები ვერ მიიღებენ. ანთიძე განმარტავს რომ პროექტის შემუშავებისას ქართულმა მხარემ თურქეთს ძეგლის შესახებ არსებული კვლევები გადაუგზავნა.

ნიკოლოზ ანთიძე იმედოვნებს, რომ მათი რეკომენდაციები პროექტში გათვალისწინებული იქნება. ასევე, მისივე თქმით, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში მონიტორინგს და ზედამხედველობას ორივე მხარე განახორციელებს.

"ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით ურთიერთბა ეხლა ყალიბდება. საუბრებია ფართო ხელშეკრულებებზე და სამოქმედო გეგმებზე და ბევრი საინტერესო პროექტი დაიწყება ერთობლივად. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ შეთანხმების ტექსტზე. ოშკის პროექტი შემდგომი თანამშრომლობის კარგი მაგალითი იქნება", - განაცხადა ანთიძემ.