13.Feb.2016 14:38
Economy

თურქეთის ელჩი: ვამაყობთ, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა

თურქეთის ელჩი: ვამაყობთ, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა
"ჩვენ ვამაყობთ ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობებით", - აცხადებს თურქეთის ელჩი, საქართველოში, ზექი ზექი ლევენთ გურმუქჩუ, "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში. ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით 2007 წლის შემდეგ გაუმჯობესდა, მას შემდეგ რაც საქართველოსა და თურქეთს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.
 
"თურქეთი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა და ჩვენ კიდევ გავმეორდები რომ ძალიან ვამაყობთ ამით. ახლა თქვენ მე თუ მკითხავთ კმაყოფილი ვარ თუ არა ამ ურთიერთობით, გეტყვით რომ არა. არა, იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ამის პოტენციალს მე ვხედავ. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ერთად უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები მომავალში. ამ ეტაპზე ზოგადად რეგიონში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გამო,რომელიც უკლებლივ ყველას შეგვეხო, საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა მცირედით იკლო, ვგულისხმობ როგორც იმპორტს ასევე ექსპორტს. სწორედ ამიტომ საჭიროა ერთად მოვიფიქროთ თუ როგორ ავანაზრაუროთ გასული წლის დანაკლისი.მე ვიცი რომ თქვენი ეკონომიკის მინისტრი, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი უახლოეს მომავალში ეწვევა თურქეთს ჩვენ ეკონომიკის მინისტრთან შესახვედრა, გარდა ამისა ისინი შეხვდებიან აზერბაიჯანელ კოლეგასაც და ერთობლივად იმსჯელებენ თუ გამოწვევებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე", - აცხადებს ელჩი.
ავტორი: ელენე ჩომახიძე



21.Aug.2019 13:04
88

Fady Asly - Open letter to Bidzina Ivanishvili

More
21.Aug.2019 12:22
51

Georgia has exported $2.1 bn in 2019, Copper is a top export commodity

More
21.Aug.2019 12:17
37

Geostat - Unemployment falls below 11.5% in Georgia

More
21.Aug.2019 11:51
671

Ryanair plans to start flights from Georgia

More
19.Aug.2019 18:06
94

TAV Georgia - Georgian aviation industry is facing a shortage of qualified personnel

More
19.Aug.2019 16:17
246

TBC Group buys majority stake in Georgian E-commerce platform My.ge for GEL 19.5 million

More