Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურიზმის სექტორი ტერორისტული აქტების შემდეგ, სულ უფრო მოკლე ვადაში "ცოცხლდება"

56fa163f7df98
BM.GE
29.03.16 09:40
1159
სტამბულში ცისფერ მეჩეთთან მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თურქეთის დედაქალაქში ტურიზმს დამატებითი პრობლემები შეექმნა. მიმდინარე წელს ტერორისტული მუქარების გამო, ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავალი მეოთხედით შემცირდა, საერთო ჯამში კი ნეგატიური გავლენა ამ ფაქტმა ქვეყანის ბიუჯეტში, დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ზარალით ასახა, - წერს ევრონიუსი.
 
პარიზში ნოემბერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, სასტუმროებმა დაახლოებით 300 მილიონი ევროს ზარალი ნახეს. სექტორში შემოსავლების კლება იანვარშიც გაგრძელდა, მაგრამ თებერვალში შემოსავლები აღდგენის მიმართულებით წავიდა. ბერვი ადამიანი ამბობს უარს უკვე შეძენილი ტურებით სარგებლობაზეს, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც არ ცვლის გეგმებს. ტურიზმის სექტორი ტერორისტული აქტების შემდეგ უფრო და უფრო მოკლე ვადაში "ცოცხლდება". თუკი ნიუ-იორკში 11 სექტემბრის შემდეგ, სასტუმროების ბიზნესის აღდგენას 34 თვე დასჭირდა, მადრიდის სასტუმროებს 2004 წლის მარტში მომხდარი აფეთქების შემდეგ ამისთვის მხოლოდ ერთი წელი დასჭირდათ. ლონდონის სასტუმროებმა კი 2005 წლის ტერაქტის შემდეგ ძველ მაჩვენებელზე დაბრუნება სულ რაღაც 9 თვეში შეძლეს.