Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზრის ინდუსრტიული მიმოხილვა (2023)

BM.GE
13.02.23 02:20
247
„გალტ ენდ თაგარტი“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5-10%-იან ზრდას ელის. სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტმა 2021 წელს $1.8 მლრდ შეადგინა. ძირითადი საიმპორტო ქვეყნების წილი ჯამურ იმპორტში ასე გამოიყურება: თურქეთი, ჩინეთი, რუსეთ, უკრაინა, აზერბაიჯანი და სხვა. ჩვენ, სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ადგილობრივი კომპანიები მოვიკითხეთ და მათთან ერთად ბიზნესის განვითარების ტენდენციებსაც მიმოვიხილავთ. სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანიების უმრავლესობა ფასების კორექტირებისგან თავს იკავებს. აქვე შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ ბიზნესებისთვის გამოწვევებს შორის გაძვირებული ლოგისტიკა და პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.