Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა

56b60d5b3fe54
BM.GE
06.02.16 19:10
1099
კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. დღეს მოეწყო საბაგიროს გაშვება სატესტო რეჟიმში, რომელსაც ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალ კურორტზე ადგილობრივი მოსახლეები დასაქმდებიან. მისი განცხადებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივით, უკვე დაიწყო მათი გადამზადების პროცესი. „კურორტი უნიკალურია. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და ის მოემსახურება როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ სპორტსმენებს“, –განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამ ეტაპზე კურორტზე არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „პომამ“ უზრუნველყო. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მასს აფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა.

კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.