Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Tesla-მ კალიფორნიაში Model 3-ის პრეზენტაცია გამართა

570257508371d
BM.GE
04.04.16 15:57
1150
Tesla_მ კალიფორნიაში Model 3-ის პრეზენტაცია გამართა. ახალი მოდელის გამოჩენა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა და კომპანიისი ინფორმაციით ამბის გავრცელებიდან 24 საათში მათ უკვე 115 ათასი შეკვეთა ჰქონდათ მიღებული.
 
ახალი მოდელის ფასი 35 000 დოლარიდან იწყება და მისი გაყიდვა იანვრიდან დაიწყება. Model 3 ერთჯერადი დამუხტვის შედეგად 400 კილომეტრის გავლას შეძლებს. ახალი მოდელი ასევე საშუალებას იძლევა თავისუფალი წვდომა იყოს Tesla’s Superchargers-ზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 3600 ლოკაციაზეა და კომპანია ამ ციფრის გაზრდას 2017 წლისთვის 7000-მდე გეგმავს.

კომპანია Model 3-ზე მოთხოვნის ზრდას კიდევ უფრო მეტად ელის და გეგმავს, Gigafactory-ში ყოველწლიურად 500 ათასი ელემენტი აწარმოოს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, Model 3 უსაფრთხოების კატეგორიაში საუკეთესო მაჩვენებელზეა ორიენტირებული და ამ კუთხით ყველა კატეგორიაში 5 ვარსკვლავს მიიღებს.