Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თენგიზ შერგელაშვილი: ტენდერების გაჯანსაღებისთვის ცვლილებები აუცილებელია

5718d339babcc
BM.GE
21.04.16 17:17
987
"ტენდერების გაჯანსაღებისთვის ცვლილებები აუცილებელია", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში ჩავარდნილი ტენდერების რაოდენობა შემცირდა, თუმცა მისი თქმით, შესყიდვების კანონში ცვლილებები მომავალშიც იგეგმება.
 
"ყველა პროექტს თავისი ვადა აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ სახელმწიფოს ვადებიც შევამჭიდროვოთ და უახლოეს მომავალში თქვენ არაერთი საერთაშორისო საგზაო პროექტის გახსნას ნახავთ.

რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები არსებობს ობიექტური, სუბიექტური და საკანონმდებლოც. შესყიდვების სააგენტომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციები გაატარა შესყიდვების რაოდენობაში და უახლოეს მომავალში ცვლილებები კიდევ იგეგმება. ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ტენდერები გაჯანსაღდეს. დღეს ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტებშიც. მაგალითად, 2013 წელს თუ ჩავარდნილი, პრობლემური ტენდერების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში საკმაოდ მასშტაბური იყო, ახლა ეს მინიმუმამდეა დასული", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.