Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თემურ მაისურაძე: დღეს ქვეყანაში პატარა ბიზნესები უბრალოდ კვდებიან და კოტრდებიან

5731aecd37752
BM.GE
10.05.16 13:48
1379
საპარლამენტო დეპუტატის თემურ მაისურაძის აზრით მთავრობამ სტარტაპების დაფინანსების თანხა 500 მილიონამდე უნდა გაზარდოს. როგორც მაისურაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან სტარტაპების დაფინანსება სწორი მიმართულებაა და ამაში რისკ-ფაქტორი არ ჩანს.
 
"სახელმწიფოს ეს ჯერ-ჯერობით ძალიან იაფი უჯდება და მან კონცენტრირება უნდა გააკეთოს არა 3 და 30, არამედ 300 და 500 მილიონის ფარგლებში. ჩვენ ეკონომიკის სერიოზული ინკუბირება გვჭირდება.

ეს ჩარევის სწორი ფორმაა. საქართველოს ჯანმრთელი მოსახლეობა სესხების გადახდით არის დაკავებული და არა ეკონომიკით.

დღეს პატარა ბიზნესის ადგილი ბაზარზე საერთოდ არაა, კარტელური გარიგებები აბსოლუტურად ყველა მიმართულებითაა ქვეყანაში. პატარა ბიზნესები უბრალოდ კვდებიან და კოტრდებიან. ყველაფერი ისევ იმ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი, ვინც მონოპოლისტები არიან", - განაცხადა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა სტარტაპების დაფინანსებას იწყებს. საწყის ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონი იქნება. ბიზნეს იდეების წარსადგენად განაცხადების მიღება სავარაუდოდ თვის ბოლოს დაიწყება და პირველი პროექტი სექტემბერში დაფინანსდება. პროექტს საპარტნიორო ფონდი და ტექნოპარკი ახორციელებენ.