Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თემურ ჭყონია სომხეთში McDonald's-ის ქსელის რესტორნის აშენებას გეგმავს

56cb00aede44d
დავით ჯალაღონია
22.02.16 16:33
1385
ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთში McDonald's-ის ქსელის რესტორნის აშენებას გეგმავს. როგორც ჭყონიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"ამას თუ მივაღწიე, ჩემს ამბიციებს ნაწილობრივ დავიკმაყოფილებ. გარდა ამისა, ლილოში McDonald's-ის საწყობს ვაშენებთ და დაახლოებით 6 თვეში დავასრულებთ. საქართველო შეიძლება, გახდეს ჰაბი, საიდანაც შესაძლოა, მომარაგდეს აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები", - განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენი McDonald's-ის ქსელის რესტორნის აშენებას გლდანის რაიონში და რუსთავშიც გეგმავს.