Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

56bad8f11fbcf
BM.GE
10.02.16 10:27
1512
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"კიდევ ერთხელ, "მაესტროზე" არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ.

ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს "მაესტროს" გუნდის სახელით.

ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა“, - ნათქვამია გადაცემების "კონტაქტი", "მაესტროს ფაქტორი", "ბიზნესკონტაქტი", "საქმიანი დილა", "ერთი წუთი მაესტროზე" განცხადებაში.