Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Telegraph-მა თბილისი ევროპის საუკუთესო ქალაქებს შორის დაასახელა

56cca3e4ba65e
BM.GE
23.02.16 22:22
1115
"ევროპული ქალაქები, რომლის ნახვასაც ვერასდროს იფიქრებდით, თუმცა ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ", - ასე ეწოდება გამოცემა Telegraph-ის სტატიას, რომელშიც თბილისზეც არის საუბარი. ავტორი წერს, რომ თბილისის ისტორიულ უბნებში ახალი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების ნახვაა შესაძლებელი.
 
გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ცნობილი მომღერალი, ქეთი მელუაც არის, რომლისთვისაც საქართველოს დედაქალაქი მშობლიური ქალაქია.

"თბილისი ისტორითაა გაჟღენთილი, ის ბევრ ტურისტს ჯერ კიდევ არ უნახავს, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის", - ციტირებს გამოცემა ქეთი მელუას სიტყვებს.

თბილისთან ერთად სტატიაში მოხვდნენ, იტალიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქები. გამოცემას 21 საუკეთესო ქალაქი აქვს დასახელებული.