Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თებერვალში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 25 მილიარდი ლარი იყო

56f5460cc459f
BM.GE
25.03.16 18:05
1202
1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.
 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით) და 25.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.