Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თებერვალში, ინფლაციის დონემ საქართველოში 5,6 პროცენტი შეადგინა

56d9423c1c3a4
BM.GE
04.03.16 12:05
1119
თებერვალში, 2015 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა.
 
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,00 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (19,6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (16,5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (14,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,68 პროცენტული პუნქტი შეადგინა.