18.Apr.2016 15:32
Business

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე MOXY-ს ბრენდის სასტუმროს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე MOXY-ს ბრენდის სასტუმროს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი "მოქსის" (MOXY) ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
 
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მშენებლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ახალ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ისტორიულ უბანს.

"მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილზე აშენდება ახალი სასტუმრო. ეს არის "ჯი-ემ-თი ჯგუფის" ინიციატივა, რომ აშენდეს "მარიოტის“ ბრენდის ახალი ქვებრენდის, „მოქსის“ სასტუმრო, რომელიც გათვლილი იქნება საშუალო და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას ტურისტებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, 25 მილიონ დოლარზე მეტი იქნება ინვესტირებული ახალ სასტუმროში. 

სასიხარულოა რომ ეს სასტუმრო იქნება განთავსებული იმ უბანში, სადაც თბილისის მერიასთან ერთად წამოვიწყეთ პროექტი, რომელსაც ქვია "ახალი ტფილისი", რომელიც ამ უმშვენიერესი უბნის მთლიან რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. აქ გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე, აღდგენილი იქნება მე–19/20 საუკუნეების მიჯნაზე არსებული ბაღების მთელი ქსელი და ფეხით სასიარულო სივრცე. ვფიქრობ, ასეთი ახალი სასტუმროს მშენებლობა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს ამ რაიონს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და, რა თქმა უნდა, მეტ შემოსავალს მოუტანს ჩვენს თანამოქალაქეებს. "ჯი-ემ-თი ჯგუფი" ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ის უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან, „ოპიკთან“ ერთად. „ოპიკის” მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების რიცხვის ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ–ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ქვეყანაა და კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი საქართველოსადმი," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტით გათვალისწინებულია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმრო "მოქსი", ასევე საოფისე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების სივრცეები. მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.



08.Apr.2019 17:15
287

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
447

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
752

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
648

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
383

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
447

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More