Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში ყველის სალონ-მუზეუმი გაიხსნება, - "საქართველო ყველის სამშობლოც არის"

56cec59a50147
BM.GE
25.02.16 14:26
1985
თბილისში ქართული ყველის სალონ-მუზეუმი გაიხსნება. ყველის მკვლევარი და სალონ-მუზეუმის გახსნის ინიციატორი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გადაცემაში "საქმიანი დილა" ამბობს, რომ მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული სარძევე ჭურჭელი მიუთითებს, რომ საქართველოს ყველის წარმოების დიდი ისტორია აქვს. მისი თქმით, საქართველოში აღმოჩენილი აღნიშნული ჭურჭელი 2 800 წელს ითვლის. 
 
- ქალბატონო ანა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება საქართველოში და კონკრეტულად, ყველის სალონ-მუზეუმის გახსნა?
 
- ეს მსოფლიოსთვის პირდაპირი გზავნილი იქნება, რომ არის პატარა ქვეყანა საქართველო, სადაც თურმე ყველის მუზეუმი აქვთ. ეს ჯანსაღი გზავნილია, როდესაც საქართველოზე ლაპარაკობ და ამბობ, რომ ის არის ღვინის სამშობლო, ამ დროს იგებ, რომ თურმე ის ყველის სამშობლოც არის. ამის თქმის საფუძველს აბსოლუტური დაბეჯითებით მაძლევს ის არქეოლოგიური მასალა და ეთნოგრაფიული კვლევა, რომელიც ჩვენ წლების მანძილზე გავწიეთ. პირადად მე მთელი საქართველო შემოვიარე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყველის სახეობებზე ინფორმაციის მოგროვებას შევუდექი. კუთხე-კუთხე დავდიოდი, სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც მივმართე. შევაგროვე საინტერესო ფოტომასალაც.

ინფორმაცია მუზეუმების საცავეში ვეძებე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენ დანარჩენი მსოფლიოს ყველის მუზეუმთა რიგში ძალიან თავისუფლად, მშვიდად, ღირსეულად გავჩნდეთ.

- 80 საუკუნის წინ იყო საქართველოში ყველის წარმოება?

- ამას კვლევის გაგრძელება სჭირდება. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი დაუძლეველი სურვილი მუზეუმი გვაქონდეს. მუზეუმის ფორმატში კვლევის გაგრძელების შესაძლებლობა გვექნება. ცხოვრებამ ასე მოიტანა, რომ მე რიგითი მეყველე, ჩვეულებრივი ფერმერი გავხდი და ეს სტატუსი და მდგომარეობა ძალიან მომწონს, მაგრამ რიგით მეყველეს არავინ არ დაუჯერებს. თელეთში გამოკეტილმა რომ ვიძახო ქართულ ყველს 80 საუკუნის ისტორია ქონია, გვაქვს უამრავი ყველის რეცეპტი და საყველე ჭურჭელი, არავინ არ დამიჯერებს. ეს უნდა თქვას და დაასაბუთოს არქეოლოგმა და ეთნოგრაფმა. 

მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 28 საუკუნის წინანდელი ექსპონატები - სადღვები, ე.წ. უძველესი სარძევიე ჭურჭელი. ეს თიხის სრულყოფილი ნამუშევრებია. ყველა ნივთს ეტყობა შემქმნელთა გამოცდილება და კულტურა.

სულ რამდენი ნივთი გაქვთ?
 
- არტფაქტის მინაბაძი 53 ნივთი გვაქვს და სწორედ ამიტომ ვიბრძვი მუზეუმის სტატუსისთვის. ბევრი მხარდაჭერი მყვას. ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერია ამ პროცესებში ჩაერთვება. პროცესი ახლა იწყება. მე, როგორც კერძო პირი თავისუფალი ვარ. გამოფენილი მაქვს რეცეპტები, რომლებიც წლების მანძილზე აღმოვაჩინე. იქ უნდა გამოვფინო სამუზეუმო ექსპონატები, დავირქვა მუზეუმი ამის უფლებას მე არავინ არ მართმევს.

ეს ძალიან დიდი განძია, რომელიც სახელმწიფოს აქვს, კულტურული მემკვიდრეობა და პრესტიჟია არა მარტო ბაზარზე, არამედ მსოფლიოსთან მიმართებაში. ამ მიმართულებით ბევრი უწყების ძალისხმევაა საჭირო...

- კულტურის სამინისტროს დახმარებით გავაკეთთ ჭურჭლის მინაბაძები. კომუნიკაცია ახლანდელ სამინისტროსთანაც გვაქვს და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. ეს მათი პირდაპირი საქმეც არის. იმიტომ, რომ სამეურნეო კულტურა კულტურის განუყოფელი ნაწილია. არქეოლოგია და ეთნოგრაფია ხომ კულტურის ნაწილია. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა, რომ ყურადღება მოგვაქციოს და ჩვენთვისაც მოიცალოს. იგივე ითქმის დედაქალაქის მერიაზეც. პირადი საუბრების დონეზე ტურიზმის დეპარტამენტიც საქმის კურსშია და ალბათ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ კარგი საქმე გამოგვივა.

მსოფლიოში 100-ზე მეტი ყველის მუზეუმია. ერთ კონკრეტულ ყველს აქვს ხოლმე მუზეუმი. ამის მაგალითია "კამემბერტი", რომლის მსგავსი ყველი აჭარის მთიანეთში ხულოში და ბეშუმში ჩენც გვაქვს. ეს სრული საოცრებაა, ვერც გაარჩევთ “კამემბერისგან“ ამ ყველს. ისიც თეთრი ობითაა დაფარული, იმასაც ყველის მასასა და კანს შორის ობის თხელი აპკი და არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. კეთილშობილი ობითაა დაფარული. ამ ყველს ზაფხულობით ბეშუმში აკეთებენ. მინდა აღვნიშნო, რომ სახელების დარქმევაში ძალიან უნიჭოები ვართ. სამწუხაროდ, ყველის კარგი სახელები არ გვაქვს, ამ ყველს მთიან აჭარაში "დამპალ ყველს" ეძახიან. არადა, საოცარი ყველია.