14.Apr.2016 10:06
Business

თბილისში ნაგავდამამუშავებელ ქარხანას "კა დე ვე ჯორჯია" ააშენებს

თბილისში ნაგავდამამუშავებელ ქარხანას "კა დე ვე ჯორჯია" ააშენებს
თბილისში ნაგავდამამუშავებელ ქარხანას "კა დე ვე ჯორჯია" ააშენებს. თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისათვის, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გადაგზავნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რათა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის განხორციელება.
 
"ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 1 მარტს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა დედაქალაქში ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცამეტმა კომპანიამ. ინტერესთა გამოხატვის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭებოდა ისეთ კომპანიას, რომელიც არ მოითხოვდა გადასახადს ნარჩენის გადამუშავებისათვის, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის ბოლო ეტაპზე გადავიდა 2 კომპანია (შპს "კა დე ვე ჯორჯია“, შპს "GLOBAL GREEN ENERGY GROUP“).

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიხედვით, მონაწილე კომპანიებს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უნდა წარმოედგინათ დეტალური ბიზნეს გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც განიხილავდა შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური ბიზნეს გეგმა მოემზადებინათ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ (Deloitte, Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, KPMG).

კომპანია Green Energy-მ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამასთან, ბიზნეს გეგმა არ იყო შესრულებული დედაქალაქის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ Green Energy-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერც იმას ადასტურებდა, თუ როგორ, რა ფინანსური წყაროებით შეძლებდა კომპანია 600 მილიონი ევროს ინვესტირებას დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე კომპანიას კომისიამ არაერთხელ მიმართა.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, უწყებათაშორისმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე მეორე კომპანიას - "კა დე ვე ჯორჯია"-ს", - განმარტავენ თბილისის მერიაში.



08.Apr.2019 17:15
262

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
428

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
697

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
613

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
349

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
426

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More