Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში მესამე მედიათეკა წელს ნაძალადევში გაიხსნება

572b537063c01
ელენე გოგბერაშვილი
05.05.16 18:04
1618
მედიათეკების გაერთიანება ქსელის გაფართოვებას და მისი შინაარსობრივი დატვირთვის გაღრმავებას გეგმავს. როგორც მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, დღის წესრიგში დგას მედიათეკების გადახალისებისა და მისი კონცეპტუალური განახლების საკითხი, რადგან ძალიან არის გაზრდილი მოთხოვნა სამუშაო სივრცეზე, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა საგანამანათლებლო კუთხით იყენებს.
 
თბილისში მედითეკები გასული 2 წლის განმავლობაში ვაკეში და ვარკეთილში გაიხსნა. გურამ ნიკოლაშვილის თქმით, რიგით მესამე ფილიალი გაიხსნება ნაძალადევში, ვეტერანთა პარკში და ყველაზე მეტად იქნება მორგებული ახალ მოთხოვნებთან. 2016 წელს მედიათეკების გაერთიანების მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 800 ათას ლარს, რაც სწორედ ახალი, მესამე ფილიალის დამატებას გულისხმობს და მის აღჭურვას სათანადო ინვენტარით. მესამე მედიათეკა წლის ბოლომდე გაიხსნება, 2017 წლიდან კი გაერთიანება ქსელის გაფართოვებას გეგმავს.

მედიათეკის საბიბლიოთეკო ბაზაში ამ დროისთვის 6000-ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. მედიათეკის წევრობა წელიწადში15 ლარი ღირს.

"ვფიქრობთ არსებული ტარიფის შენარჩუნებას, მაგრამ ამავე დროს გვინდა მომხმარებელთა დიფერენცირება მათი მოთხოვნის მიხედვით, შესაბამისი პაკეტების შექმნა და განსხვავებული ფასების დაწესება. ვფიქრობ, ძალიან მალე დავნერგავთ ამ სიახლეს", - აცხადებს ნიკოლაშვილი.