თბილისში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი Fabrika აგვისტოში გაიხსნება. კომპლექსის მშენებლობა ნინოშვილის ქუჩაზე დასასრულს უახლოვდება. პროექტს Adjara Group Hospitality-ი ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონია. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ჰოსტელეში ნომრის ღირებულება დაახლოებით 12-15 დოლარი იქნება. გარდა ჰოსტელისა ადგილზე მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცეები, ასევე ღია და დახურული კაფეები. კომპლექსში მოხდება კომერციული ფართების გაქირავებაც, ასევე ადგილზე განთავსდება სახელოსნოსთვის განკუთვნილი ფართებიც. Fabrika-ს ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა იგეგმება.