Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გადაიხედება თუ არა სამედიცინო სერვისების ტარიფები?

BM.GE
07.07.21 15:23
716
10 წლიანი გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდა კერძო სექტორიც. რა შეფასებები გაკეთდა მათი მხრიდან, თუმცა იქამდე გეტყვით, რომ პრეზენტაციის დაწყებამდე, სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. "ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, 2012 წლიდან ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ - თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებული იყო", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უამრავი რამ გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. რა ნაბიჯების გადადგმას ელის კერძო სექტორი?