Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის ზოოპარკს მარტიდან ახალი ცხოველები შეემატება

56cb540fe87db
BM.GE
22.02.16 22:27
1176
თბილისის ზოოპარკს მარტიდან ახალი ცხოველები შეემატება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" თბილისის ზოოპარკში განუცხადეს რიგის ზოოპარკმა თბილისს რამდენიმე სახეობის ცხოველი საჩუქრად გადასცა, მათ შორის თუთიყუში და ლამას სახეობა ალპაკა. ცხოველების ტრანსპორტირების ხარჯებს რიგის მთავრობა დაფარავს.
 
პარალელურად, თბილისის ზოოპარკში მაიმუნების ვოლიერების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დამთავრდება. ორი სახეობის მაიმუნის ზოოპარკისთვის დამატება გაზაფხულიდან იგეგმება.

რაც შეეხება ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანას, როგორც თბილისის ზოოპარკში განმარტავენ, ადგილის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. გერმანიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, ახალ ზოოპარკში დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობაც დაიწყება. ახალი ზოოპარკი 48 ჰექტარზე განთავსდება.