Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკებიდან საჩუქრად 100-მდე ახალ ცხოველს მიიღებს

5729ed457b4b1
BM.GE
04.05.16 16:36
1059
თბილისის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკებიდან საჩუქრად 100-მდე ახალ ცხოველს მიიღებს. ცხოველების ჩამოსვლა 22 მაისიდან დაიწყება. როგორც თბილისის ზოოპარკში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, 12 ივნისს ზოოპარკი მაიმუნებსაც მიიღებს.
 
ევროპის ზოოპარკების გარდა, საქართველოს ზოოპარკს ცხოველებს უსასყიდლოდ გადმოსცემს ისრაელის ზოოპარკიც. ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილსაც საკუთარ თავზე ევროპის ზოოპარკები იღებენ.

ასევე, როგორც ზოოპარკში განმარტავენ, 13 ივლისს თბილისის ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება.

"ეს იქნება ჩვენი სიმბოლური საჩუქარი, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გვერდში გვედგა მთელი წლის განმავლობაში", - აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.

რაც შეეხება ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანას, როგორც ზოოპარკში განმარტავენ ახალ ტერიტორიაზე სრულად გადასვლა სავარაუდოდ 3 წელიწადში მოხდება. ადგილზე ამ ეტაპზე ორი ვოლიერის მშენებლობა მიმდინარეობს.