Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისის შემდეგ, ტექნოპარკი ზუგდიდშიც აშენდება

56e6dae619d70
BM.GE
14.03.16 19:33
1327
თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი, სადაც ტექნოპარკი აშენდება ზუგდიდი იქნება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევის პროცესი.
 
სამ წლიანი ანგარიშის წარდგენისას, გუბერნატომა განაცხადა, რომ რეგიონში 1359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 632 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამუშაოების შესრულების დროს დასაქმდა 9 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები.

გუბერნატორმა დღესვე სტუდენტებს 2016 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წელი ახალგაზრდობის წლად ცხადდება. წელს რეგიონში 3 სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება.

ლევან შონიამ სტუდენტებს ახალი ინიციატივაც გააცნო - ქალაქ ზუგდიდის მერიას უკვე შემუშავებული აქვს პროექტი, რომლის თანახმადაც სტუდენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ნახევარ ფასს გადაიხდიან, ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტები უფასოდ იმგზავრებენ.