Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის მიკროავტობუსებში უფასო WiFi-ით 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

56f50ce14933a
BM.GE
25.03.16 13:58
1251
თბილისის მიკროავტობუსებში უფასო WiFi-ით უკვე 200-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. "თბილისის მიკროავტობუსის" ცნობით, უკვე ერთი კვირაა რამდენიმე მიკროავტობუსში სატესტო რეჟიმში გაშვებულია უფასო WiFi.
 
ამ პროექტს კომპანია WiFisher-ი "თბილისის მიკროავტობუსის" მხარდაჭერით ახორციელებს.

უფასო WiFi სისტემა ჯერჯერობით ხელმისაწვდომია 2 ნომრის სამარშუტო ტაქსებში და მისი შემჩნევა შესაძლებელია სპეციალური სტიკერით - FREE WiFi.

კომპანია WiFisher-ი გეგმავს პერიოდულად გაზარდოს უფასო ინტერნეტით აღჭურვილი სამარშუტო ტაქსების რაოდენობა. ერთი კვირის მანძილზე WiFi 200-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.
 
"კომპანია WiFisher-ი ქმნის ინოვაციურ სარეკლამო არხს, რაც გულისხმობს WiFi ქსელში რეკლამის განთავსებას. თითოეული მომხმარებელი, რომელსაც სურს გამოიყენოს ინტერნეტი, მის მისაღებად ხედავს წინასწარ დამუშავებულ კონკრეტული კომპანიის ვიზუალს - იქნება ეს სტატიკური ბანერი, მოძრავი სურათი (GIF), ვიდეო თუ სხვ კომპანიებისთვის ეს პროდუქტი არის კიდევ ერთი საშუალება გაზარდონ საკუთარი პოპულარობა და მომხმარებელთა რაოდენობა", - აცხადებენ კომპანიაში.

WiFi-ით აღჭურვილი მიკროავტობუსები თბილისში მარტიდან გამოჩნდება