Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესოდ მესამედ დასახელდა

57076c124dafb
BM.GE
08.04.16 12:29
1272
გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2016“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მესამედ დასახელდა.
 
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ტირანას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები - 2016 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1.8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - სწორედ მათი გამოკითხვის შედეგად დასახელდა თბილისის აეროპორტი 2016 წელს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ TAV Georgia - ს ოპერირებაში მყოფმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, მგზავრების ნდობასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტის ტიტული ზედიზედ მესამედ დაიმსახურა .- განაცხადა TAV Georgia - ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ. დაწყებული სარეგსიტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2010 წელს დუბაიში ჯილდო მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო განვითარებადი აეროპორტი“ ყოფილ დსთ-ის ქვეყნებს შორის, ხოლო 2011 წელს კი ასევე დუბაიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა „საუკეთესო აეროპორტი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში“. 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “Golden Brand 2011” - ის ნომინაციაში „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სერვისი“ გამარჯვებულად დასახელდა. 2013 წელს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „The Routes Airport Marketing Awards”-ზე დასახელდა „როგორც საუკეთესო აეროპორტი მარკეტინგის სფეროში“, 2014 წელს ბარსელონაში, ხოლო 2015 წელს პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards“ დაჯილდოვებებზე აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი ორჯერ გახდა.

აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტები
1. ბუდაპეშტი
2. ტალინი
3. კიევის ბორისპოლი
4. რიგა
5. ბელგრადი
6. სოფია
7. ბრატისლავა
8. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
9. სკოპიე
10. ტირანა