Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თარხნიშვილი საპოლიციო გამოსახლებაზე: ცვლილებები იპოთეკარებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

566eb18b430e1
BM.GE
14.12.15 16:08
1180
პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ კანონი ბიზნესაქტივობას შეაცირებს. როგორც თარხნიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტატქი" განაცხადა, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება ახალ რისკებს აჩენს და ძველ პრობლემას ვერ პასუხობს. 
 
"ერთ მშვენიერ დღეს რომ დავიბრუნოთ უფლებები საკუთარ ქონებაზე, საკმაოდ გრძელვადიან სასამართლო პროცესში უნდა ჩავებათ და დავხარჯოთ თანხები. ამ ყველაფრის კეთება საკუთარი ქონების დასაცავად მოგვიწევს. ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში 2012 წლამდე "ქართულმა ოცნებამ" გასცა ძალიან დიდი რაოდენობის დაპირებები, რომლებიც ერთის მხრივ იპოთეკარების პრობლემების მოგვარებას ეხებოდა. როგორც თითქმის ყველა დაპირება, ესეც მივიწყებას მიეცა. იყო ვითომ რამდენიმე მცდელობა კანონის განხილვისა, მაგრამ ისინი მალევე მიხვდნენ, რომ რეალუირად ამ პრობლემების მოგვარება ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს ცვლილებები იპოთეკარებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, რადგან მათი პრობლემები ამით ნამდვიოლად არ მოგვარდება. სამაგიროდ წარმოიშობა ის ახალი პრობლემები, რომლებზეც ექსპერტები საუბრობენ. "ქართულმა ოცნებამ" ხალხს არარეალისტური დაპირებები მისცა. ისინი ცდილობენ გამოსავალი მოძებნონ და შუალედური მეთოდით რაღაც კანონმდებლობებს იღებენ, რომლითაც არსებულ პრობლემებს კი არ აგვარებენ, არამედ პირიქით ახალ პრობლემებს წარმოშობენ. ეს ცვლილებები არ პასუხობს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვართ", - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.