ესტონეთის ნაციონალური უნივერსიტეტში სტუდენტები ქართული ენის კურსებს უფასოდ გაივლიან, - ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესკონტაქტს" თსუ ასოცირებულმა პროფესორმა გიული შაბაშვილმა მიაწოდა, რომელიც ტარტუში ქართულ ენას 8 თებერვლიდან ასწავლის.
"კურსი ერთი სემეტრის განმავლობაში, 16 კვირა გაგრძელდება, ეს კურსები საუნივერიტეტოა და ამიტომ სტუდენტები მას უფასოდ გაივლიან", - აცხადებს შაბაშვილი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე 20-მდე სტუდენტია რეგისტრირებული და კურსის ბოლოს ესტონელი სტუდენტები შეფასებას და შესაბამისს კრედიტსაც მიიღებენ. ამასთან, ქართული ენის კურსის პარალელურად, ესტონელი სტუდენტები საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებსაც გაეცნობიან.
ტარტუს გარდა ქართული ენას ლაიდენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია), ბრემენისა (გერმანია) და ვილნიუსის (ლიტვა) უნივერსიტეტებშიც სწავლობენ. 2009 წელს კი მსგავსი პროექტი სანგმიუნგის უნივერსიტეტშიც (სეული, სამხრეთ კორეა) განხორციელდა.