20.Feb .2016 10:37

თამბაქოს ინდუსტრიას აქციზის ზრდის 10 წლიანი გეგმა რამდენიმე თვეში ექნება

views 909
Back

რა ტემპით და რამდენით მოხდება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შემდგომი ზრდა, ეს ბიზნესს წინასწარ ეცოდინება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, 2017 წლიდან ქვეყანას ექნება გრძელვადიანი სტარტეგია, რომლითაც ბიზნესი იხელმძღვანელებს.

"ჩვენ ვმუშაობთ კომპანიებთან, რათა მომავალი 8-10 წლის აქციზის ზრდის ტენდენცია წარმოვადგინოთ. მათ სასურველი ვარიანტი უკვე მოგვაწოდეს, ახლა კი ჩვენი ვარიანტის გადამუშავებაზე ვმუშაობთ. დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესთან, რამდენიმე თვეში კი გრძელვადიანი სტრატეგია გვექნება, რასაც 2017 წლიდან უნდა მიჰყვეს ბიზნესი", -აცხადებს ლაშა ხუციშვილი.