Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თამბაქოს ბიზნესმა მთავრობას აქციზის განაკვეთის ზრდის 12 წლიანი გეგმა წარუდგინა

56d91e3585b9f
BM.GE
04.03.16 09:30
1043
თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციზის ზრდის 12 წლიანი სტრატეგია ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნეს.

"იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლომდე მოხდება ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრა და შემდგომ ამ გეგმის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გეგმაზომიერად მოხდება აქციზის ზრდა და ეს მოულოდნელობის ფაქტორი აღარ იქნება ბიზნესისთვის, რაც თავის მხრივ საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილურობასაც უზრუნველყოფს", -აცხადებს "JTI კავკასია"-ს კომუნიკაციების მენეჯერი, ივანე ხასია.
 
როგორც "Imperial Tobacco"-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში, ირაკლი ნადარეიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში აცხადებს, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება აქციზის ოდენობის ჰარმონიზაცია მოახდინოს, რომელიც წარმოადგენს 90 ევროს 1000 ღერ თამბაქოს ნაწარმზე.

"ამ ვალდებულების ფარგლებში ინდუსტრიამ შეიმუშავა 12 წლიანი გეგმა. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რათა ყველა ფაქტორი და რისკი იყოს გათვალისწინებული. ეს არის კონტრაბანდის რისკი, ეს არის გადასახადის ეფექტური აკრება და ეს არის კომპანიების ფინანსური სიჯანსაღე. მზად ვარ ვიმჯელოთ ყველა სტრუქტურასთან, ვინც მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილებაში", - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.